საიტის მენიუ
ფილმები
სერიალები
თამაშები
მუსიკა
counter strike
GTA-სკინები
კლიპები
სურათები
პროგრამები
MAS SABE EL DIABLO
მინი-ჩათი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » იანვარი » 27 » გილოცავთ ნინოობას ...
8:50 PM
გილოცავთ ნინოობას ...

ტროპარი:
სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის
კონდაკი:
მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღუთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღუარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღუთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოჲთა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი

ჩვენში წმინდა ნინოს შესახებ მრავალი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება. მრავალგზის ყოფილა აღწერილი, შესწავლილი და მხატვრულად შემკული მისი ცხოვრება, ღვაწლი და პიროვნება. მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში - ეგზარქოსების მმართველობის დროს, როდესაც ქართულ ეკლესია-მონასტრებში რუსულენოვანი წირვა-ლოცვა და გალობა ინერგებოდა, - როგორ მფარველობდა წმიდა ნინო საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე თავის მოგონებებში წერს: „1905 წლის 14 იანვარს (ნინოობას) სასწავლებლის (იგულისხმება თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი) ეკლესიაში ქართულ ენაზე წირავდნენ (ერთადერთხელ წელიწადში)“.

აი, რას ვკითხულობთ ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ლოტბარის - ზაქარია ჩხიკვაძის 1883 წლით დათარიღებულ პირად დღიურში, რომელიც იმჟამად თავად იყო სემინარიის სტუდენტი: „13 იანვარი - დღეს გამოვცხადდი კლასში. შემდეგ სადილი რომ ვჭამეთ, შევკრიბე შეგირდები და ქართულად ვაგალობე და ვასწავლე წირვის რიგი. რახან „რომელი ქრუვიმთა“ არ იცოდნენ, ბევრი ჯაფა დამჭირდა მომზადებაზედ. ახალი მონასტრული „წმიდაო ღმერთო“ დავასწავლე“. მეორე დღეს, ნინოობას იგი წერს: „დღეს დილითაც გავმართე სპევკა და როგორც იყო დავასწავლე რომელი ქერუვიმთა. წირვაზედ კარგად ვიგალობეთ. კინაღამ არ გამიფუჭეს რომელი ქერუვიმთა, მაგრამ მალე გავასწორეთ. წირვის შემდეგ სიონში წაველი და იქაც ქართულად იყო წირვა და უჩილიშჩელები გალობდნენ. კარგათ გალობდნენ და ბევრი ხალხიც იყო...“ (სტილი დაცულია - ნ.ღ.).

დავით მეფსალმუნის დარად ქართველთა გონიერმა გულმა ქნარს დაუკავშირა წმიდა ნინო; ინსტრუმენტს, რომელიც საეკლესიო გალობის სათავეებს ეხმიანება. „სულისა წმიდისა ქნარო ნინო“, რომელიც ქართველთა ლოცვაში ხატოვნად მუსიკალურ ინსტრუმენტადაა გააზრებული, ეგზარქოსობის პერიოდში მფარველად და მცველად ედგა ქართულ ენას, წირვა-ლოცვას, ქართულ გალობას.

ამდენად, 27 იანვარი, ნინოობა, ქართული ენის, წირვა-ლოცვისა და გალობის გადარჩენა-აღორძინების დღედაც შეიძლება გავიაზროთ. წმიდა ნინო კი მათ ერთ-ერთ მეოხად ღვთის წინაშე. „სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.
ნინოობა

ნანახია: 624 | დაამატა: Nini | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საათი
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 14
სტატისტიკა
widgeo.net

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025

Make a free website with uCoz