კოლეჯი სახელად "ელიტალური კლუბი" - არგენტინის ყველაზე ცნობილი და პოპულარული კოლეჯია, თავისი წესებითა და დისციპლინით. აქ სწავლობენ მდიდარი და ცნობილი ადამიანების შვილები. სულ რამოდენიმე მოსწავლე ისეთი რომელმაც თავისი ჭკუის მეშვეობით ჩაირიცხნენ კოლეჯში და არა მდიდარი მშობლების წყალობით. ამ კოლეჯში მოსწავლეები გამოირჩევიან თავისი თამამი ხასიათითა და ქცევებით, რომლის წყალობით, პრობლემებს არამარტო მშობლებს, არამედ მასწავლებლებს და ასევე დირექტორს უქმნიან. მია კოლუჩი - საკუთარ თავს ყველაზე ლმაზად თვლის მთელს კოლეჯში, მეგობრებს კი მოახლეებისავით იყენებს. მარისა პია სპირიტო - მესამე კურსიდან შემოდის კოლეჯში - თავისი დედის თხოვნით, რომელიც ცნობილი მოდელი სონია რეია.
მარისა თავისებური გოგონაა და არ აპირებს მიასა და პაბლოს (რომელიც მერის შვილი გახლავთ)მითითებებზე იაროს. "მეგობრულ" კომპანიას აბოლოებს მანუელ აგირე - მოსწავლე - სტიპენდიანტი, რომელმაც კოლეჯში ერთადერთი მიზეზის გამო გადაწყვიტა ჩარიცხვა. მან შური უნდა იძიოს იმ ადამიანზე, რომლის გამოც მისი მამა გაკოტრდა და გარდაიცვალა. შურისძიების საუკეთესო საშუალება კი მის შვილზე, მიაზე ზიანის მიყენებაა. ეს ოთხეული თავიანთი, მეგორების დახმარებით წარმოუდგენელ საქციელებს იდენენ. სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ მიხვდებიან, რომ თვითონ ბედმა მოაწყო მათი შეხვედრა და ერთად შექმნიან მუსიკალურ ჯგუფს.
